დღეს თბილისში, პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ აქციას ოპოზიციური სპექტრი ლანჩხუთიდანაც შეუერთდება.
ლელა ჩახვაძის თქმით, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიციურ ფრაქციას ხელმძღვანელობს, ოპოზიციონერ აქტივისტებთან ერთად ის უკვე გაემგზავრა დედაქალაქში აქციაზე დასასწრებად.
„ენმ“-ის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის კახა ასკურავას თქმით, პარტიის სახელით 120 ადამიანი შეუერთდება დაგეგმილ აქციას.
დაახლოებით, ამდენივე აქტივისტით შეუერთდება პარლამენტის შენობასთან გასამართ საპროტესტო აქციას „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ორგანიზაციაც.