საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, თუ რომელი დეპუტატები ტოვებენ კომიტეტებსა და ფრაქციებს. უკვე ცნობილია, რომ „ევროპული საქართველო – რეგიონების” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ტოვებს.
თალაკვაძის განცადებით, „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი წევრი, ზაზა კედელაშვილი ტოვებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს. ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორებს“ ტოვებს მუხრან ვახტანგაძე.
„ქართული ოცნების“ ფრაქციას კი ტოვებენ გიორგი მოსიძე და ზაზა ხუციშვილი. „კონსერვატორების“ ფრაქციიდან რუსლან გაჯიევი კი გადაინაცვლებს „ქართული ოცნება- მწვანეებში“.
ფრაქციებს ტოვებენ ირინა ფრუიძე და მარიამ ჯაშიც.