თბილისში აკრძალული ღია კამერიანი გამათბობლით ორი არასწულწლოვანი მოიწამლა. ისინი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“თბილისი ენერჯის” განცხადებით, ეჭვი ცეოზე იყო, მაგრამ მისამართზე გასულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა გაზის გაჟონვა ვერსად დააფიქსირა. გაქირავებულ ბინაში კი სადაც ორი მცირეწლოვანი მოიწამლა და სიკვდილს გადაურჩა, აკრძალული და მკვლელი ღია კამერიანი გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზიც ეს ღია წვის კამერიანი გამათბობელი აღმოჩნდა.
კომპანიის განცადებითვე, დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე “თბილისი ენერჯის” ჯგუფმა ერთხელ უკვე ჩაჭრა მკვლელი და საშიში დანადგარი. თუმცა, მოგვიანებით იგივე დანადგარი თვითნებურად დააერთეს ქსელზე.
სტატისტიკური მონაცემით, მოწამვლის და გარდაცვალების 70 პროცენტი გაქირავებულ ან დაგირავებულ ბინებში ხდება, სადაც ბინის მეპატრონეები არ იცავენ გაზის უსაფრთხოდ მოხმარების წესებს და გასაქირავებელ ბინაში მკველ ღია კამერიან დანადგარებს ამონტაჟებენ.
“კომპანია “თბილისი ენერჯი” კატეგორიულად აფრთხილებთ – ღია წვის კამერიანი დანადგარები სახიფათოა თქვენი სიცოცხლისათვის! გაითვალისწინეთ სპეციალისტების რჩევები და თვითნებურად არ დააერთოთ ჩახსნილი დანადგარები. ხშირად გაანიავეთ ფართი და არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები”.