განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (ემისი) ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების ელექტრონული ანკეტა – კითხვარი შეიქმნა, რის საფუძველზეც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღების გამოცხადებას ელექტრონულად შეძლებენ.
Edu.aris.ge-ს ამ მიზნით შექმნილ ელექტრონულ ანკეტა – კითხვარში შევსებულია მათ მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის დიდი ნაწილი. განახლებული საგამოცდო ფორმატის გათვალისწინებით, ელექტრონულ ანკეტა – კითხვარში უზრუნველყოფილია მექანიკური და ტექნიკური შეცდომებისგან დაწესებულებების დაცვა, რაც გასულ წლებში განაპირობებდა ხარვეზის დადგენისა და პროცესების დროში გახანგრძლივების მიზეზს.
როგორც უწყება განმარტავს, განახლებული მიდგომით, ელექტრონული გახდა ანკეტა-კითხვარების წარდგენის, დადასტურების, ხარვეზის დადგენის, ხარვეზის აღმოფხვრისა და საბოლოო ინფორმაციის სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის მოწოდების პროცესები.
ელექტრონული ანკეტა-კითხვარის პილოტირება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით უკვე ჩატარდა.