“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, გამოყენებული იქნება მშვიდობიანი ზეწოლის ყველა ფორმა.
“გამოყენებული იქნება მშვიდობიანი ზეწოლის ყველა ფორმა, ამათ არ შევუშვებთ პარლამენტში, აბა, ვინ უნდა შევუშვათ პარლამემტში ხუნდაძე? სინდის გარეცხილი?რომელმაც ჰიპოკრატეს ფიციც კი არ იცის და ექიმი ჰგონია თავი, თუ ის სესხების დეპარტამენტის დირექტორი ბერა, ადამიანების ბინებიდან გამოსახლებაში მონაწილეობს” ,_ განაცხადა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ლიდერები დღეს რესპუბლიკის მოედანზე 7 საათზე შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც მასშტაბური აქციის ჩატარებას გეგმავენ.