ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ლავრენტი ბიგვავამ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დასასრულს სიტყვით გამოსვლა ითხოვა.
“ანიტას ოჯახი წარმოშობით ოზურგეთიდანაა. მინდა თხოვნით მოგმართოთ… ცოტას ვღელავ, ძალიან მიჭირს ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ, იმედია, ჩემი კოლეგები და მერიის თანამშრომლები ჩავერთვებით ანიტას გადასარჩენად დაწყებულ აქციაში”, _ თქვა ლავრენტი ბიგვავამ.