“ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილის დაცინვას აღარ აიტანს”,_ აღნიშნული განცხადება “კურიერთან” “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.
“დღეს მოგვატყუეს, დაგვცინეს და შეურაცხყოფა მოგვაყენეს. ღიად დაგვიწყეს ვაჭრობა პოლიტიკურ პარტიებს, ვინც ჭკვიანად მოიქცევით და ივანიშვილის მორჩილები ვიქნებით, იმ პარტიებს გადმოუგდებენ მანდატებს. ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოსახლეობაზე ძალიან ცუდი შეხედულება აქვს იმიტომ, რომ დანაშაულიც კი შეიძლება ადამიანებმა რაღაცა პერიოდში გაპატიონ, მაგრამ ესეთ დაცინვას და შეურაცხყოფას არავინ აიტანს. მათ ძალიან აწუხებთ ოპოზიციური ერთობა, ამას ვხედავ და ეს ყველაფერი მათ აშკარად ეტყობათ, 2020 წელი არის ბოლო ვადა, რომელსაც ამ ხელისუფლებას მისცემს ხალხი,” _ განაცხადა ბურჯანაძემ.
ოპოზიციური პარტიები აქციების გამართვას პერმანენტულად აპირებენ, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას არ დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ აქციების ჩატარება ოპოზიციამ პარლამენტში საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ დაიწყო, მმართველი პარტია დატოვა რამდენიმე დეპუტატმაც.