ამ წუთებში, თბილისში, პარლამენტის წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობის აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე კონსტიტუციური კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ და არჩევენების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა, ტერიტორიაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც არიან მობილიზებული.