ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის პიკეტირებას ცდილობენ. აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის ქუჩიდან პარლამენტის შესასვლელთან კარავი გაშალეს. ისინი ღამის გათევას პარლამენტთან აპირებენ, ხოლო ხვალ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მუშაობის საშუალებას ისევ არ მისცემენ.
როგორც “გურია ნიუსისთვის” ცნობილია, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმის მობილიზება ხდება, თუმცა, ამ დროისთვის უცნობია, გამოჩნდება თუ არა სპეცდანიშნულების რაზმი აქციაზე.