ლანჩხუთის საკრებულოს წევრისა და ,,ევროპული საქართველოს” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ირაკლი მარშანიშვილის ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე პროცესების დროს პოლიციამ პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლანჩხუთელი ლიდერი ბესო დოლიძე დააკავა. ირაკლი მარშანიშვილის თქმით, დოლიძესთან ერთად აქციაზე ,,ევროპული საქართველოს” სხვა ლიდერების დაკავებაც მოხდა- ,,ბესო დოლიძე ჩვენი ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ლანჩხუთში პოლიციამ გიგა ბოკერიასთან და პარტიის სხვა ლიდრებთან ერთად დააკავა”.