პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის შემდეგ აცხადებს, რომ განვითარებული მოვლენები სასიამოვნო არ არის, მაგრამ პარლამენტმა მუშაობა უნდა განაგრძოს.
ამ წუთებში დეპუტატები ბიუროს სხდომაზე დასასწრებად პარლამენტში მიდიან.
“არ არის სასიამოვნო, მაგრამ პარლამენტმა მუშაობა უნდა გააგრძელოს”, _ განაცხადა გია ვოლსკიმ ჟრნალისტებთან პარლამენტში შესვლისას.
ცნობისთვის, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, აქციის დასაშლელად გამთენიისას სპეცრაზმი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. პარლამენტის შენობის შესასვლელებთან შსს-ს სხვადასხვა დანაყოფები რჩებიან.
აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები და აცხადებე, რომ დაშლას არ აპირებენ. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია – ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით.
წყარო: pia.ge