„არტ ფესტივალი“, რომელიც „კოლხიდა 2019“-ის ორგანიზებით, ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ქობულეთში, ბათუმში და საქართველოს დიდი ქალაქებში, 24 ნოემბერს, ბათუმში გალა-კონცერტით დასრულდა. დასკვნით კონცერტზე საუკეთესო ანსამბლები მიიწვიეს.
ოზურგეთში მოქმედი ცნობილი ფოლკლორული ანსამბლი „მანანური“ ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რომელმაც „არტ ფესტივალში“ მიიღო მონაწილეობა და საბოლოოდ გალა-კონცერტზე გამოვიდა.
გალა-კონცერტის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ანსაბლი საგასტროლოდ მიიწვიეს საბერძნეთში.
_ასეთი ფესტივალი წელიწადში ერთხელ ტარდება. ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ყველა კუთხის ანსამბლმა აჩვენა მაყურებელს თავისი ოსტატობა. გალა-კონცერტზე კი საუკეთესოები გამოვიდნენ. „მანანური“ საგასტროლოდ საბერძნეთში მიიწვიეს. რა და როგორ იქნება, უახლოეს მომავალში გადავწყვეტთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სასიხარულოა, რადგან წარმატებას უკავშირდება.
მადლობა ყურადღებისთვის, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ანსამბლის ხელმძღვანელმა მანანა მაკარაძემ.