ქართული მხედრული დამწერლობის ერთ–ერთი სახეობა _ “დედაბრული ხელი”, რომელიც თავის დროზე, გურიასა და აჭარაში ჩამოყალიბდა, ქალებს შორის მიმოწერასთანაა დაკავშირებული.
„დედაბრული ხელის“ დახასიათება პირველად დიმიტრი ბაქრაძემ მოახდინა, 1878 წელს. ტერმინი _ „დედაბრული ხელი“ კი სიმონ ჯანაშიას ეკუთვნის.
ჟურნალისტი ზურა ბაუჟაძე, რომლის ინტერესის სფერო ყველა მიმართულებით დიდია, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გურიაში „დედაბრული ხელის“ ნიმუშების მოძიებას. ასეთი კვალი მან ოზურგეთში, აჭის ხეობაში, წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში, ერთ-ერთი ქვის ჯვარზე იპოვა.
„დედაბრული ხელისთვის“ დამახასიათებელია მხედრულ ასოთა კუთხოვანი მოყვანილობა, ზოგან ნუსხურიც ჩანს. ასეთი ხელით შესრულებული ძეგლები, ძირითადად, მეთერთმეტე საუკუნით თარიღდება.