უფლებადამცველი და ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი, ბაია პატარაია, აქციის წყლის ჭავლის გამოყენებით დაშლას არაადამიანურ მოპყრობას და წამებას უწოდებს.
„წყლის ჭავლის გამოყენება ზამთარში არის არაადამიანური მოპყრობა და წამება, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. ხელისუფლება კრიმინალების ხელშია!“_ წერს პატარაია.
შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმმა პარლამენტთან შეკრებილ ადამიანებს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გვიან ღამით, წყლის ჭავლის გამოყენებით დაატოვებინა. მომხდარის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთს ოპერაცია სჭირდება.