“სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო“ და “გურია ნიუსი“ პატარა ანიტასათვის, გაბრიელისთვის და ჟურნალისტ ანა კალანდაძის სიცოცხლის გადასარჩენად იწყებს საქველმოქმედო აქციას. “სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო“ და “გურია ნიუსი“ სამი ადამიანის დასახმარებლად დაბეჭდავს 2020 წლის კალენდარს, რომლის ღირებულება 10 ლარი იქნება _ ეს იქნება თითოეული ჩვენგანის წვლილი სიცოცხლის გადასარჩენად.
ამ ეტაპისთვის დაიბეჭდება 300 კალენდარი, რომელიც გაფორმდება “გურია ნიუსის“ ჟურნალისტების მიერ გადაღებული ფოტოებით _ გურიის ულამაზესი ხედებით. მთელი წლის განმავლობაში, ეს კალენდარი შეგახსენებთ, რომ თქვენ იბრძოლეთ სამი ადამიანის _ ანიტას, გაბრიელისა და ანას სიცოცხლის გადასარჩენად, რომ სიკეთე გადამდებია და ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით! აქციაში მონაწილეობა შეუძლია გურიის ნებისმიერ მცხოვრებს.
კალენდრის მიწოდება მოხდება აქციის დასრულების შემდეგ. აქცია გაგრძელდება 15 დეკემბრამდე!
აქციაში მონაწილეობის მსურველებმა დარეკეთ ტელეფონით, ნომერზე: 599404182;
ან მოგვწერეთ “გურია ნიუსის“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.