ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის _”SWOT ანალიზის“ წამყვან ნიკა ლალიაშვილთან საუბრის დროს მიხეილი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი ერთი ფაქტი გაიხსენა.
“ძალიან მოკლე შეხვედრა გვქონდა. აღარ ვსაუბრობ, რა პოზაში და როგორ მოკუნტული იჯდა, ჩაის ვერ სვამდა. გავუნელე ჩაი და დავალევინე.
აწიე თავი,-მეთქი, მიშას ვუთხარი, რამდენი კეთილი რჩევა მოგეცი. ახლა მოგცემ საუკეთესო რჩევას _ გასწორდი წელში, ახლა შენ რომ გამოხვიდე და ხალხს ბოდიში მოუხადო, თქვა, რომ „მე გულწრფელად ვცდილობდი ჩემი ქვეყნის განვითარებას, რაღაც გამომივიდა, რაღაც _ არა. რაღაც არ გახდა მოსაწონი საზოგადოებისთვის და მე გულწრფელად განვიცდი ამას. მოვიდა ახალი გუნდი, მე მას ხელს აღარ შევუშლი, დავწერ განცხადებას და გადავდგები”, ვარწმუნებდი სააკაშვილს, რომ ამ განცხადების შემდეგ პოლიტიკურ იმუნიტეტს შეინარჩუნებდა. ვეუბნებოდი, დარჩები-მეთქი პოლიტიკაში, მაგრამ ამის გაგების უნარი მას არ ჰქონდა“, _ თქვა ბიძინა ივანიშვილმა.