“ის ხალხი, ვინც ახლა გარეთ უსტვენს არის ის ხალხი, ვინც ნიჩბებით ყრიდა ბავშვებს ციხეში”, _ ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
ვიცე-სპიკერის შეფასებით, ისინი, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბავშვთა უფლებებს უხეშად არღვევდნენ.
წულუკიანის შეფასებით, წინა ხელისუფლების დროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებათა კოდექსი არ არსებობდა.
“ის ხალხი, ვინც ახლა გარეთ უსტვენს არის ის ხალხი, ვინც ნიჩბებით ყრიდა ბავშვებს ციხეში. შესაბამისად, დღევანდელი ეს ფონი სიმბლოურია და მადლობა მათ ამისთვის, იმიტომ, რომ ამით ჩვენ შევძელით საზოგადოებისთვის დღეს დაგვენახებინა რეალურად ის თუ როგორი იყო მათი სახე, როდესაც ბავშვებს ციხეში ყრიდნენ. როდესაც არ არსებობდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. სწორედ ისინი ფეხქვეშ თელავდნენ ბავშვთა უფლებებს,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.