აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რუსთაველის გამზირზე შეკრებილებისთვის შეშის წართმევის ფაქტი გააპროტესტეს.
მათ უწყებასთან შეშა მიიტანეს და განაცხადეს, რომ „დროა შსს-მ დაიწყოს გამოძიება, რომ შეშის გამოყენება ისეთი საშიში მიზნებისთვის არ მოხდეს, როგორიც ადამიანის გათბობაა”.
მანამდე აქციის მონაწილეებმა შსს-ს ღობეს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს, რომელიც უწყების თანამშრომლებმა მოხსნეს.
„ამ პერფორმანსით ჩვენ გვინდოდა, უწყებისთვის გვეჩვენებინა, რომ რასაც ისინი სჩადიან, არის უკანონობა“,_ განაცხადა აქცია-პერფორმანსის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზვიად კუპრავამ.
წყარო:იმედინიუსი