ლანჩხუთში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა, რის შედეგადაც, ის ადგილზევე დაიღუპა.
შემთხვევა სოფელ ნიგოითში მოხდა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.