მირჩევნია მებაღე ვიყო, ვიდრე პოლიტიკოსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, არჩევნები “ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის რომ არ იყოს, პოლიტიკას დატოვებდა.
“დღეს რომ არჩევნები „ქართულ ოცნებასა“ და სხვა პოლიტიკურ ძალას შორის ყოფილიყო, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, მე პოლიტიკას მაშინვე დავტოვებდი და ვეღარ მნახავდით პოლიტიკასა თუ პარლამენტში”.
მისივე თქმით, ქვეყანაში ჯანსაღი და არა დესტრუქციული ძალებია საჭირო.
„მე განზე გავდგები, როდესაც დავინახავ, რომ ქვეყანაში ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან“, -აცხადებს ივანიშვილი.