გურიაში იუმორი იმდენად სისხლხორცეულია, პატრონების წყალობით, ოთხფეხებსაც არ უჭირთ…
გურული ლაბრადორი, ბილბო შაფაქიძე საკუთარი ფეისბუკსივრციდან ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის სურვილით გვეცნობა და რამდენიმე სლოგანიც გააჩნია:
ამირჩიეთ და თქვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს! შემოხაზეთ ნომერი 137!
კატებს ნუ აყეფებთ, მე აქ ვარ! ქვეყანა უნდა გადავარჩინო!
ერთად გადავარჩინოთ საქართველო
ამასთანავე, მე, ბილბო შაფაქიძე, ვდებ პირობას, რომ ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, არცერთი ძაღლი აღარ მოისაქმებს პარკში და ტროტუარზე, კი გაგვიჭირდება, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრის სხვა გზას ვერ ვხედავ, რადგან ადამიანების უმეტესობა მარტივად ეგუებით სიბინძურეში ცხოვრებას.