მასშტაბური საპროტესტო აქციები გაგრძელდება, პარლამენტის პიკეტირებას კი დემონსტრანტები 9 დეკემბერს გეგმავენ. ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, შოთა დიღმელაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
აღნიშნულ რიცხვში საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების შესახებ კენჭისყრაა დაგეგმილი.
“აქციები გაგრძელდება, ისევ საპარლამენტო მუშაობის დღეებს გვინდა დავამთხვიოთ. პირველი არის დაახლოებით 9 დეკემბრისთვის დაგეგმილი, როცა მოსამართლეების შემრჩევი სესია უნდა გამართონ და მაგ დღეს დავამთხვევთ აქციას,” – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.
9 დეკემბრამდე კი სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლებას ყოველდღიურად სხვადასხვა სახის პროტესტს, წინააღმდეგობებს და პროტესტს ყოველდღე პირდებიან.