გურიაში ნაპოვნი შველი, დღეს, მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ვეტერინარის სათანადო დასკვნის შემდეგ მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში, ადგილობრივმა მცხოვრებმა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში იპოვა და დასახმარებლად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს მიმართა.