რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოს შორის შეხვედრა შედგა.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის ქვეყნებს შორის ავია მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ თბილისმა რუსეთთან ურთიერთობაში უფრო პასუხისმგებლიანი მიდგომა უნდა გამოიჩინოს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსკოვში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ქვეყნის შიდა საქმედ აღიქვამენ და სხვა სახელმწიფოების შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევისგან პრინციპულად იკავებენ თავს.
ცნობისთვის, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში შვილთან ერთად 3 დეკემბერს გაემგზავრა.