თბილისში დოლიძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.