სიდნეის მახლობლად მეხანძრე-მაშველები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, ადგილობრივ მოსახლეობას კი ძლიერი დაკვამლიანების გამო სუნთქვითი პრობლემები აქვს.
როგორც Reuters იუწყება, სახანძრო-სამაშველო სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლი ძლიერი წვიმების გარეშე ვერ ჩაქრება.
ამ დროისთვის ხანძარი 335 000 ჰექტარზეა გავრცელებული.
დეკემბერში ავსტრალიაში ხანძრები ხშირად ჩნდება, თუმცა, წელს შემთხვევები გაცილებით ადრე დაფიქსირდა.
უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 700 საცხოვრებელი სახლი კი დაიწვა.