საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების 6-სიმბოლიანი ძველი სანომრე ნიშნების მოქმედებაში დარჩენის ვადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის 6-სიმბოლიანი სანომრე ნიშნები ძალაშია 2020 წლის 1 სექტემბრამდე რჩება, მაგრამ ნომრის შეცვლა სავალდებულო იმ შემთხვევებში იქნება, თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე შეიცვლება ან მფლობელი დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშანს აღადგენს.
ამასთან, იმ პირებისთვის, ვინც ფლობს ძველი ნიმუშის ფასიან სანომრე ნიშნებს, მათი არსებული დიზაინის სანომრე ნიშნით შეცვლა მოქმედების ვადის ამოწურვამდე სავალდებულო არ არის.