ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ დვაბზუს რეზო ღლონტის საფეხბურთო სტადიონზე ხშირად ნახავთ, როგორ ვარჯიშობენ გოგოების საფეხბურთო კლუბ “დვაბზუს“ ფეხბურთელები.
ყველაფერი კი წლების წინ დაიწყო, როდესაც სოფელ დვაბზუს მცხოვრებმა ელენე გოგოტიშვილმა გადაწყვიტა საფეხბურთო კლუბი დაეარსებინა. მისი იდეის განხორციელებაში ფეხბურთის მწვრთნელი მიშიკო ღლონტი და პედაგოგი მარიკა ჩხიკვიშვილი დაეხმარნენ.
ელენე გოგოტიშვილი: “მინდა, რომ დავანგრიო ის სტერეოტიპი, რომ ვითომ გოგონებს, არ შეუძლია ფეხბურთის თამაში. ბევრ შემთხვევაში ქალები უფრო კარგად თამაშობენ, ვიდრე კაცები. ბევრჯერ ყოფილა იმაზე საუბარი, რომ ქალს რა უნდა ფეხბურთში, მაგრამ… დაბრკოლებები თავისთავად იქნება, მაგრამ ამას აუცილებლად გავუმკლავდებით. ჩვენი გუნდი დავამტკიცებთ, რომ ქალებსაც შეუძლია ფეხბურთის თამაში.
თამაშის დროს გაგვიჩნდა იდეა შეგვექმნა დვაბზუს გოგონათა საფეხბურთო კლუბი “დვაბზუ“ და დავიწყეთ აქტიურად ფეხბურთის თამაში. სკოლებს შორის ხშირად ვთამაშობდით და შარშან “კოკა-კოლას“ თასი მოვიგეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ეს კი ჩვენი მწვრთნელი მიშიკო ღლონტის დამსახურებაა.
ელენე ახლა მეთერთმეტე კლასშია და ვიდრე საგამოცდო ციებ-ცხელებაში ჩაერთვება მისი სურვილია საქართველოს ჩემპიონი გახდეს. თავისუფალ დროს კითხულობს, უსმენს მუსიკას და უყურებს ფეხბურთს. 2013 წლიდან გულშემატკივრობს “ბარსელონას“ და მისი საყვარელი ფეხბურთელია მესი.
მიშა ღლონტის თქმით, ამ ეტაპზე დაგეგმილია გუნდის გაძლიერება და მათი სურვილია სხვა სოფლებიდანაც მოვიდნენ გოგონები, რომ ასწავლონ ფეხბურთის თამაში.
მარიამ კაპანაძის თქმით, 11 წლის იყო, როდესაც ელენესთან ერთად დაიწყო ფეხბურთის თამაში.
“მინდა გავხვდე წარმატებული ფეხბურთელი, რომ ჩემი შეშურდეს სხვებს.“ – გვითხრა მარიამ კაპანაძემ.
დღეს კი (7 დეკემბერს) დვაბზუს სტადიონზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს აპარატის თავმჯდომარე გოგოების ვარჯიშს დაესწრნენ. სტადიონზე არაერთი სტუმარი და გულშემატკივარი იმყოფებოდა.
კლუბის საპატიო პრეზიდენტის, მარი ჩხიკვიშვილი თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დანერგა პროექტი თვითმმართველობა განათლების ფარგლებში, რომელშიც შედის პატარა პროექტი “ჩვენით შექმნილი მომავალი“, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებული ახალგაზრდების მოძიებას, მათ წარმოჩენას და საზოგადოებისთვის გაცნობა.
“პირველი მონაწილე იყო ავთუკა ხომერიკი, რომელმაც თავის სახლში დაარსა ტელევიზია, მეორე არის გიორგი ლომთათიძე, რომელიც ბავშვებს ასწავლის ქართულ ხალხურ სიმღერებს სოფელ დვაბზუში, მესამე მონაწილე არის ელენე გოგოტიშვილი, ის არის სოფელ დვაბზუში გოგოების ფეხბურთის დამაარსებელი. მე ვარ ამ გუნდის საპატიო პრეზიდენტი და ვცდილობ, რომ ყველანაირად დავეხმარო. ელენეს მეშვეობით ათობით გოგომ გადაწყვიტა ფეხბურთის თამაში. “ – გვითხრა მარი ჩხიკვიშვილმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიას თქმით, ის, რაც ხდება დღეს სოფელ დვაბზუში აუცილებლად დასაფასებელია.
“პირადად ჩემგან ამ გუნდის ექნება მხარდაჭერა. იმედია, რომ საფეხბურთო კლუბი “დვაბზუ“ გვასახელებს. “ – თქვა დავით დარჩიამ.
ამ ეტაპზე საფეხბურთო კლუბი “დვაბზუში“ თამაშობენ: ელენე გოგოტიშვილი, მარიამ კაპანაძე, ანა თევზაძე, ანნა სათვალდიევა, ანი ანთაძე, ლიზი პაქსაძე, ლანა პაქსაძე, სალომე ჩოგაძე, ნათია ჭელიძე, მარი აბაშიძემ ქეთი თევზაძე.