წყლის ბინადრებს საფრთხე ემუქრებათ.
როგორც BBC წერს, მეცნიერები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილებების და წყლის სხვადასხვა ნარჩენებით დაბინძურების შედეგად ოკეანეები და ზღვები ჰაერის გარეშე რჩება, რაც თევზებისა და წყლის სხვა ბინადრების სიცოცხლისთვის აუცილებელია.
ზღვის ბინადრების ცხოვრებაზე პატარა ცვლილებაც კი გავლენას ახდენს.
წყალი მცირე ჟანგბადით საკმარისია მედუზასთვის, მაგრამ დიდი სახეობის თევზებს, როგორიცაა მარლინი, თინუსი და ზვიგენი, სასიცოცხლოდ უფრო მეტი ენერგია სჭირდებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟანგბადის დაბალი დონე ასევე გამოიწვევს დედამიწაზე სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტების ციკლის ცვლილებას, როგორიცაა აზოტი და ფოსფორი.