გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ “მწვანე ჯილდოს” კონკურსში, რომელმაც 2019 წლის საუკეთესო აღმზრდელი/მეთოდისტი უნდა გამოავლინოს, მომდევნო ეტაპზე ოზურგეთიდან მხოლოდ ერთი, მეცხრე საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ჟანა გორდელაძე იყო გადასული.
დღეს, ჟანა გორდელაძემ მიიღო შეტყობინება, რომ ის ფინალში გადავიდა ათ საუკეთესოს შორის, საქართველოს მასშტაბით.
დაჯილდოება 17 დეკემბერს, თბილისში შედგება!
ჩვენს მკითხველებს შევახსენებთ, რომ „მწვანე ჯილდოს“ კონკურსზე განიხილება აღმზრდელი ან პედაგოგი, რომელიც დასაქმებულია სკოლამდელ დაწესებულებაში და სააღმზრდელო პროცესში, გარემოს დაცვითი საკითხების სწავლებისას იყენებს სახელმძღვანელოს „სკოლამდელი გარემოს დაცვითი განათლება“.
სულ დასავლეთ საქართველოდან კონკურსში 250 აღმზრდელი და მეთოდისტი მონაწილეობდა. მომდევნო ეტაპზე კი 17 გადავიდა.
ფინალში კი საუკეთესო ათეული უნდა გამოვლენილიყო და ოზურგეთელი აღმზრდელი მათ შორისაა.
„გურია ნიუსი“ ულოცავს ქალბატონ ჟანას ამ მნიშვნელოვან წარმატებას!