აცანელი მირიან ,,ტოგო” ჭანტურიშვილი (1881-1908), რომელსაც პოლიცია რკინის კაცს ეძახდა – ცნობილი ფირალი და ტერორისტი-რევოლუციონერი იყო. მას უამრავი ტერაქტი აქვს განხორციელებული, მათ შორის თავდასხმა ალიხანოვ-ავარსკიზე.
მეტეხის ციხიდან ორჯერ იყო გამოქცეული, გადაასახლეს ციმბირში და იქედანაც გამოიქცა. 1908 წლის 17 დეკემბერს ის ოზურგეთის ციხიდან მესამე სართულიდან გადმოხტა, მძიმედ დაშავდა, შორს წასვლა ვერ მოახერხა და კაზაკებმა დაცხრილეს. მაზრის უფროსი ტოლმაჩოვი მის დასაფლავების უფლებას არ აძლევდა, მარა მას ურჩიეს _ გურულები ფიცხი ხალხია და რაიმე უბედურება არ მოგაწიონო. ჭანტურიშვილი მელექედურის ახლოს ერთ ჭაობიან ადგილას კუბოს გარეშე დაასაფლავეს. მოგვიანებით აცანელმა გლეხებმა ტოგოს ცხედარი მოიპარეს და აცანის ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს, პოლიციას რომ არ მიეკვლია მიწა გაასწორეს და ზედ კი ნაძვი დარგეს…