გერმანიის კანცლერმა ნორმანდიული სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზელმიხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანია რუსეთისგან გამოძიებისთვის ინფორმაციის მიღებას ელოდება და ამის შესახებ პუტინს შეხვედრისას განუცხადა.
ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტიც გამოეხმაურა.
ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუს დიპლომატებს ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირი არ აქვთ და ბერლინში მოკლული ქართველი სეპარატისტების მხარეს ბრძოლაში დაადანაშაულა.
„ის უხეში და სისხლიანი ადამიანი იყო. ერთ-ერთ საბრძოლო მოქმედებაში, რომელშიც ისიც მონაწილეობდა, 98 ადამიანი მოკლეს. ის იყო 2010 წლის მოსკოვის მეტროში აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი,“_განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, ზელმიხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს.
გამოძიებას მიაჩნია, რომ მკვლელობის უკან რუსული სპეცსამსახური დგას.
მოკლული ქართველის ძმა კი აცხადებს, რომ საფრთხე მის სიცოცხლესაც ემუქრება.