WHATSAPP-ს მილიონობით მომხმარებელი 31 დეკემბრიდან ვეღარ გამოიყენებს.
კერძოდ, აპლიკაციის მხარდაჭერა აღარ ექნება იმ მობილურ ტელეფონებს, რომლებიც Windows Mobile, Android და iOS-ის ძველ ოპერაციულ სისტემებზე მუშაობენ, რადგან ეს სისტემები ვერ უზრუნველყოფს WHATSAPP-ისთვის საჭირო ტექნიკურ მხარდაჭერას.
ცნობისთვის, 31 დეკემბრიდან, მესინჯერს აღარ ექნება Windows Phone-ის მხარდაჭერა და ამავე დღეს შეწყვეტს Microsoft-ის მეათე ვერსიაზე მუშაობას.
1 თებერვლიდან კი აპლიკაცია ხელმისაწვდომი აღარ იქნება Android-ის 2.3.7 ვერსიის მომხმარებლებისთვის და ასევე iOS მე-8 ვერსიამდე გამოსული ვერსიებისთვის.
ცნობისთვის, გასულ თვეში, WHATSAPP-ის განახლებამ მომხმარებლების მობილური ტელეფონების ბატარეები დააზიანა.