ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში 21 დეკემბერს და სოფელ ნაგომარში 24 დეკემბერს სადღესასწაულო ბაზრობა გაიმართება.
გამოფენა-გაყიდვა გამორჩეული იქნება მისი მრავალფეროვნებით. ერთმანეთისგან განსხვავებული მეწარმეების ერთობლიობა შექმნის საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრცეს, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე სტუმრებისთვის.
ბაზრობაზე, წარმოდგენილი იქნება სოფელში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა – აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი, და სხვა.
ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უშუალოდ მეწარმეებისგან და ფერმერებისგან შეიძინონ.
აღსანიშნავია, რომ გურიაში ე.წ „იარმარკებს“ მნიშვნელოვანი წილი ეჭირა, მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო მარიამობის ბაზრობა ნაგომარში, რომელიც მამია გურიელმა დაარსა და ტრადიცია უკვე ორასი წლისაა. ხოლო, სოფელ შემოქმედში ყოველი წლის 20 სექტემბერს ღმრთისმშობლობის ღამეს დიდი ბაზრობა იმართება, რომლის შემდეგ მრევლი ეკლესიაში მიდიოდნენ.
ღონისძიება“ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა და მისი პარტნიორი სკოლების ინიციატივით გაიმართება.