26 მარტს ბელარუსთან გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ,ხუთი დღის შემდეგ, ორი ბალკანური გუნდიდან ერთ-ერთი იქნება. ჩრ.მაკედონიამ 2019 წელს 10 თამაში ჩაატარა. 4 მოიგო, 2 ფრე და 4 მარცხი. ბურთების შეფარდება 10:13. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში (G)14 ქულა დააგროვა და 5 ქულით ჩამორჩა მეორე ადგილზე გასულ ავსტრიის ნაკრებს. ჩვენი ნაკრების მსგავსად გუნდი ძირითადად უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მწვრთნელი 43 წლის ჩრ. მაკედონელი სპეციალისტი იგორ ანგელოვსკია, რომელიც ნაკრებს 2015 წლის ოქტომბრიდან უდგას სათავეში. ერთა ლიგის თამაშამდე (საკუთარ კედლებში უმასპინძლებენ კოსოვოს) ჩრ. მაკედონიას ჯერჯერობით ამხანაგური თამაში არ აქვს ჩანიშნული.
კოსოვო 2016 წლის 3 მაისს გახდა უეფას წევრი. თუ ისე მოხდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები სწორედ კოსოვოს დაუპირისპირდა ფინალში აუცილებელი გახდება პოლიტიკური ასპექტის განხილვაც, რადგან საქართველო არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას.
2019 წელს კოსოვოს ნაკრებმა 10 თამაში ჩაატარა (აქედან ორი ამხანაგური). 4 მოგება, 3 ფრე და 3 მარცხი. ბურთების შეფარდება 16:18. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში (A) კოსოვომ დააგროვა 11 ქულა და მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩა მეორე ადგილზე გასულ ჩეხეთის ნაკრებს. კოსოვოს ნაკრებში, ბოლო თამაშებში ყველა ისეთი ფეხბურთელი იყო გამოძახებული, რომლებიც უცხოეთში თამაშობენ. საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი ყავს ინგლისის პრემიერშიპს, ასევე კოსოვოელი ფეხბურთელები თამაშობენ იტალიის სერია A და ბუნდესლიგაში. მწვრთნელი 68 წლის შვეიცარიელი სპეციალისტი ბერნარდ ჩალანდესია, რომელიც 2018 წლის მარტიდან მუშაობს კოსოვოს ნაკრებში. მანამდე ერთი წელი (2014-2015) სომხეთის ნაკრებს წვრთნიდა. ჩრ. მაკედონიასთან თამაშამდე კოსოვოს ერთი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი. 12 ნოემბერს კატარში ეთამაშებიან შვედეთის ნაკრებს.