13 დეკემბრის სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობამ ააიპ-ების 2019 წლის შემაჯამებელი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა.
საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა არზუმანიანმა ცალ-ცალკე წარმოადგინა 25 ააიპ-ის ბიუჯეტის ფორმირებული ვარიანტი.
საკუთარი შემოსულობების ხარჯზე ააიპ-ებმა თანამშრომლებზე გასაცემ მცირეოდენ საახალწლო ჯილდოს მოუყარეს თავი, რაზეც საკრებულოდან თანხმობა ითხოვეს.
რიგგარეშე სხდომის ბოლოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ 2019 წელს გაწეული საქმიანობაზე ანგარიში ჩააბარა, სადაც დასწრებაზე საკრებულოს ოპოზიციამ უარი თქვა.
ნუგზარ ჯამბურიამ საკრებულოს წევრებს და აპარატის თანამშრომლებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.