პატარა ანიტასთვის ოპერაციის გაკეთებაზე იტალიამაც უარი თქვა, ბავშვს ბელორუსიაში, კერძოდ კი მინსკში გასამგზავრებლად ამზადებენ. ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ანიტას ბებია, თამუნა გლურჯიძე ავრცელებს.
„ბევრი მწერს, არ მიწყინოთ, ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ, აქ გიპასუხებთ. ბელორუსია თანახმაა ბავშვის მიღებაზე, ამაში ჩვენი ხელისუფლება დაგვეხმარა. იმდენად გვიდგანან გვერდით თქვენთან ერთად, რომ იმედის დაკარგვის უფლებას არ მაძლევენ. ახლა მიმდინარეობს ბავშვის ავსტრიიდან ბელორუსიაში გადაყვანის ტექნიკური საკითხების მოგვარება,“_ წერს ბებია.