https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გაიმასქნებული” საქმე რომ ჰქვია, ისეთია ელექტროსისტემის წარმომადგენელთა მოქმედება”

10:12; 14.12.2019
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

10 დეკემბერს, “გურია ნიუსს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურიდან შეატყობინეს, სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში, საქართველოს ელექტროსისტემის წარმომადგენლები შეხვედრას მართავდნენ რამდენიმე მცხოვრებთან იმ მიზნით, რომ მოახდინონ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია სადაც, სავარაუდოდ, ელექტროგადამცემი ხაზები გაივლის.

როგორც ლიხაურელები გვეუბნებიან, სოფლის მოსახლეობის სრული უმრავლესობა წინააღმდეგია, ლიხაურის ბუფერულ ზონებში ქვესადგურების დასადგმელად თუ სავარაუდო ელექტროგადამცემი ხაზების გასაბმელად დათმონ თავიანთ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, სანამ საკითხი დეტალურად არ იქნება შესწავლილი და არ ექნებათ სრული ინფორმაცია.

“გურია ნიუსი” საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელს, შოთა ფხაკაძეს დაუკავშირდა, რომელიც სოფელ ლიხაურში, რამდენიმე ადგილობრივთან შეხვედრაზე იმყოფებოდა:

_ მე ვარ კომპანია “გეოგრაფიკის” წარმომადგენელი, ეს არის საქართველოს ელექტროსისტემის ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცია. ვასრულებთ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დაკვეთას _ ლიხაურში იმ პირთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას, რომელთა ნაკვეთშიც, სავარაუდოდ, ხაზი გაივლის. ასე ვთქვათ, სადაც ბუფერული ზონებია.

_ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ლიხაურელთა დიდი ნაწილი წინააღმდეგია მათ ნაკვეთებზე გაიაროს ამ სადენებმა…

_ ამიტომ, დღეიდან რვა თვის განმავლობაში, ჩვენ აქ გვექნება შეხვედრები. საჯარო შეხვედრები ძალიან კარგ შედეგს მოიტანს. ვფიქრობ, შევთანხმდებით, _ გვითხრა ფხაკაძემ.

თუმცა, შეთანხმებაზე ჯერ საუბრის გაგონებაც არ სურს ლიხაურელთა უმრავლესობას.

მოვუსმინოთ, რას ამბობენ ისინი, ვისაც ლიხაურელები ენდობიან და მიიჩნევენ, რომ მათ აზრს ეს ადამიანები შეულამაზებლად ახმოვანებენ.

 დოდო დონაძე, ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, დირექტორის მოადგილე:

“მე ვიყავი წინა პრეზენტაციაზე. დღეს მეორედ მოსულან. დღის 12 საათზე რომ დანიშნავ შეხვედრას, გასაგებია, რომ ხალხის მოსვლა არ გინდა. სოფელში სკოლაა და აქ მნიშვნელოვანი ბირთვია თავმოყრილი, ვისი აზრიც გასათვალისწინებელია. თუმცა, ვერ მივიდოდნენ მარტივი მიზეზით _ სასწავლო პროცესს ვერ ჩავშლით. გარდა ამისა, პირველად როცა მოვიდნენ, გარკვევით ვუთხარით, რომ ასეთ შეხვედრაზე აუცილებლად უნდა იყვნენ ენერგეტიკოსები, ფიზიკოსები, ვინც პასუხს გასცემს კონკრეტულ კითხვებს. მოვიდნენ, ილაპარაკეს, რომ ყველაფერი აბსოლუტურად უსაფრთხოა. თქმა კმარა? ხალხს უნდა უთხრან სიმართლე რისკების შესახებ და ამის შემდეგ ადამიანები თავად გადაწყვეტენ, გაკეთდეს თუ არა ქვესადგური იქნება თუ სხვა რამ. ჩვენ ვიცით, რომ ელექტროგადამცემი ქსელის გაუმჯობესების პროექტები უნდა გახორციელდეს, ინტერნეტი საჭიროა და არავინ არის კატეგორიულად წინააღმდეგი. ხალხი არ იყო ინფორმირებული, ამიტომ პირველ შეხვედრაზე წინააღმდეგნი წავიდნენ. მოსულებმა საკმაოდ შემოგვიტიეს. რომ იძახიან, განცხადება ლიხაურის ადმინისტრაციულ გვერდზე დევსო, რამდენი კითხულობს მაგ გვერდს? რა დიდი ჯაფა უნდა იმას, რომ ხალხი დაიბარონ, მოვიდეს მცხოვრებთა უმრავლესობა და სპეციალისტების მეშვეობით უთხრან სიმართლე. დამფრთხალია ხალხი, რომ ამბობენ, 400 მეტრზე მეტად სიახლოვე არ შეიძლებაო, ჰგონიათ, ყველა დაავადდება. ყველაფერი ხომ ადამიანის საკეთილდღეოდ კეთდება და თუ სიცოცხლისთვის საშიში იქნება ეს ყველაფერი, ვის რად უნდა?” _ ამბობს დოდო დონაძე და მიიჩნევს, რომ სოფელში უნდა გაიმართოს სერიოზული საჯარო განხილვა.

ანალოგიურ აზრს გამოთქვამს ლიხაურის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, მაია გოგორიკიძე _ ის განსაკუთრებით უკმაყოფილებას იმის გამო გამოთქვამს, რომ “საქართველოს ელექტროსისტემის წარმომადგენლები, რატომღაც სულ ცდილობენ, ყოველი შეხვედრა კამერული და დახურული იყოს:

_ როცა სამი სოფლის, ლიხაურის, მაკვანეთის და შემოქმედის მოსახლეობის ბედთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, ათკაციან შეხვედრებზე უნდა გადაწყდეს, გაიყვანონ თუ არა მაღალი ძაბვის ხაზები? ჩვენ პროგრესს კი არ ვუშლით ხელს, გვაღიზიანებს სიცრუე, როცა აშკარად ჩანს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და რამდენიმე ადამიანს ფორმალურად ეძახიან. “გაიმასქნებული” საქმე რომ ჰქვია, ისეთია საქართველოს ელექტროსისტემის წარმომადგენელთა მოქმედება ლიხაურში. რომ მოვუსმინე, ისე საუბრობდნენ, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდათ და უფრო სოციალურ საკითხზე ამახვილებდნენ ყურადღებას, ვის რამდენი გადაუხადონ ნაკვეთში, სადაც ელექტროსადენებს გაიყვანენ. გაჭირვებულ ხალხზე აპელირება ადვილია. უნდა უთხრან ღიად და დამაჯერებლად ხალხს, ფიზიკოსების და სხვა სპეციალისტთა თანდასწრებით და დახმარებით, რა რისკი არსებობს, რა მანძილით იქნება დაშორება დასახლებულ მოსახლეობასთან და ასე შემდეგ. ნუ იტყუებიან, _ თქვა მაია გოგორიკიძემ და გვთხოვა, ისე გაგვეხმოვანებინა ინფორმაცია ამ თემის ირგვლივ, რომ არავის ეგონოს ხალხი პროგრესის და ცივილიზაციის წინააღმდეგია.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სოფელ ლიხაურიდან, გიორგი თოიძე აღელვებული საუბრობდა მეორე შეხვედრის შესახებ, როცა სოფელში ელექტროსისტემის წარმომადგენლები, იმ მცხოვრებთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გასაზომად მოვიდნენ, ვის მიწაზეც, სავარაუდოდ, ეს ხაზები გაივლის:

_ არც ქვესადგურის ზომა იცოდნენ, რამდენ კილოვატიანი იქნება. მაგისთვის სხვა ჩამოვაო, _ გვითხრეს. მათ აინტერესებდათ მხოლოდ იმ ადამიანებთან მოლაპარაკება, ვის ნაკვეთშიც ხაზი გაივლის და ეს იმას ხომ ნიშნავს, რომ არავის არაფერს ეკითხებიან და უკვე გადაწყვეტილია ყველაფერი?! მხოლოდ 13 ადამიანი მოვიდა შეხვედრაზე და ფაქტობრივად, ჩაიშალა, წავიდნენ უკან. ხალხს სჭირდება სიმართლე, რამდენად საშიშია მოსახლეობის სიახლოვეს ეს ქვესადგურები და ხაზები. სულაც უსაფრთხო რომ იყოს, როცა ადამიანს არ ეუბნები და ისე წყვეტ, გაიარო თუ არა მის ეზოში, ძალაუნებურად, ნდობის ფაქტორი წაიშლება და სიმართლეც ტყუილი ეგონება, _ თქვა გიორგი თოიძემ “გურია ნიუსთან” საუბარში.

გარემოს დაცვითი ორგანიზაცია “ეკოს” თავმჯდომარე, ლიხაურის მკვიდრი ირმა გორდელაძე:

_ სოფელი ლიხაურის ტერიტორიაზე, საქართველოს ელექტროსისტემის მიერ, იგეგმება მაღალი ძაბვის ელექტროხაზების გაყვანა და ქვესადგურების აშენება. ეს გაივლის ლიხაურს, მაკვანეთის ნაწილს და შემოქმედს. როცა პირველი შეხვედრა შედგა, ეს იყო მოუმზადებელი, ზედაპირული პრეზენტაცია. “ჩიტის ბუდეც არ დაზიანდებაო” _ სასაცილო საუბარიც კი დაიწყეს. 25 ადამიანი ესწრებოდა იმ პირველ შეხვედრას და პროტესტის ნიშნად დატოვეს. ეს მეორე შეხვედრა თუ იყო დაგეგმილი, არც ვიცოდი. შემთხვევით აღმოვჩნდი იქ. ვნახე 8 ლიხაურელი, სამი შემოქმედელი და ორი _ მაკვანეთელი ადამიანი. იქ სოფელი არ იყო. ვიცი სოფლის პოზიცია ამ საკითხის ირგვლივ.

გარდა ამისა, ლიხაური ტურისტული ზონაა. ის არის მარგალიტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის. ამ სადენების გაყვანა შესაძლებელია მისი აცილების გზით, რაც იმას ნიშნავს, რომ ტყის ზოლიდან უნდა მოხდეს გადასვლა, სოფლის ტერიტორიის გარეთ. როგორც მითხრეს, მიწის რეგისტრაციაზე იყო საუბარი ამ მეორე შეხვედრაზე. სადაა აქ სოფელი, ან მიწის რა რეგისტრაციას ახდენთ, ეს არის გასაიდუმლოებული, უკანონო ქმედება-მეთქი. მითხრეს, ჩვენ იმ მცხოვრებთა სია, ვის ნაკვეთშიც უნდა გაიაროს ხაზებმა, მერიამ გადმოგვცაო. ახლა ეს ყველაფერი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა გავარკვიო. ვახმოვანებ მოსახლეობის აზრს _ ხალხი ითხოვს საჯარო განხილვას! _ ამბობს ირმა გორდელაძე.

“გეოგრაფიკის” წარმომადგენლის განცხადების თაობაზე, რომ საქართველოს ელექტროსისტემის ხელმძღვანელთა მიერ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას გაეგზავნა სპეციალური მიმართვა, “გურია ნიუსი” მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა, საიდანაც ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს:

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ახორციელებს ელექტროგადამცემი ქსელის გაუმჯობესების პროექტებს გურიის რეგიონში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ითხოვს, გახორციელდეს მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაცია ელექტროგადამცემი ხაზის სავარაუდო განთავსების ზოლში. გამარჯვებული კომპანიაა შპს “გის და დზ”, საკონსულტაციო ცენტრი “გეოგრაფიკი”. მათი მოთხოვნაა, ადგილობრივი ხელისუფლების და მოსახლეობის ჩართულობა. საჯარო განხილვა დაგეგმილი იყო სოფელ ლიხაურში და უახლოეს მომავალში კიდევ დაიგეგმება”.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“სინკარზე” შემდგარი იმედები _  ვის აბარია ხიდი ბუკნარში?

20:10; 18 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ეფექტურია თუ არა სოფლის მხარდამჭერი პროგრამა სოფლის პრობლემების გადასაჭრელად

19:49; 18 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რამდენად გამჭვირვალეა ბიუჯეტის ხარჯვა _ ინფორმაციასთან წვდომა მერიისთვისაც შეზღუდულია?!

18:44; 18 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:51; 18 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ჩამოიშალა, ამიტომ გახდა საჭირო ახალი ბრალი”- ელისო კილაძე

16:27; 18 თებერვალი, 2026

რეზო მარკოიძე _ ჩიჩილაკების ოსტატი გურიიდან

რა ხდება თბილისისკენ მიმავალ გზაზე (ვიდეო)

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სინკარზე” შემდგარი იმედები _  ვის აბარია ხიდი ბუკნარში?

20:10; 18.02.2026
საზოგადოება

ეფექტურია თუ არა სოფლის მხარდამჭერი პროგრამა სოფლის პრობლემების გადასაჭრელად

19:49; 18.02.2026
პოლიტიკა

ყოფილმა ვიცე-პრემიერმა საქართველო დატოვა

19:23; 18.02.2026
სამართალი

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

18:53; 18.02.2026
საზოგადოება

რამდენად გამჭვირვალეა ბიუჯეტის ხარჯვა _ ინფორმაციასთან წვდომა მერიისთვისაც შეზღუდულია?!

18:44; 18.02.2026
პოლიტიკა

კახა გულედანი: ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, რომელიც გაზრდის დეცენტრალიზაციას

18:16; 18.02.2026
პოლიტიკა

სო­ზარ სუ­ბა­რი გუ­ბერ­ნა­ტო­რის ინ­სტი­ტუ­ტის გა­უქ­მე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის

18:14; 18.02.2026
სამართალი

გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის ციხე დატოვა

18:09; 18.02.2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება- სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს

18:05; 18.02.2026
პოლიტიკა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დაინიშნა

17:53; 18.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:51; 18.02.2026
სამართალი

სასამართლო პროცესის პარალელურად მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანი დააკავეს

17:22; 18.02.2026
სამართალი

ელისო კილაძე რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაიყვანეს – ადვოკატი

17:14; 18.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს დემოგრაფიაზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებიც დარბაზიდან გაიქცნენ

16:57; 18.02.2026
პოლიტიკა

“სამინისტროს გაყოფის ერთ-ერთი მიზეზია”- რას აცხადებს კახა გულედანი

16:34; 18.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026
0

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო