ამ წუთებში, თავისუფლების მოედანზე, სადაც ოცნების მხარდამჭერები არიან შეკრებილი ყოველგვარი საკომუნიკაციო საშუალება დახშულია.
როგორც “გურია ნიუსს” ადგილიდან აცნობეს, ჩვენთან დასაკავშირებლად, თითქმის მეტრო რუსთაველთან ასვლა გახდა საჭირო.
“ვერ გიკავშირდებით, არც ტელეფონი იჭერს და არც ინტერნეტია. მეტრო რუსთაველამდე ამოვედი, რომ დამერეკა”, _ გვითხრა ჩვენმა კორესპონდენტმა.