ჩოხატაურის ბაზარში სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამ წუთებში მართავენ კამპანიას “ვამხილოთ გურული ფეოდალები”.
ისინი ბაზარში მყოფ ადამიანებს ესაუბრებიამნ პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობის შესახებ და თანამდებობაზე მყოფ დეპუტატებს _ არჩილ თალაკვაძესა და ნინო წილოსანს ადანაშაულებენ, რომ ისინი ხალხზე არ ზრუნავენ.
როგორც სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “გურია ნიუსთან” განაცხადა, არ გაჩერდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ.
“ისინი მდიდრდებიან ხალხის ხარჯზე! არ გავჩერდებით, სანამ სისხლს არ გავუშრობთ ამ წურბელა მთავრობას”, _ გვითხრა ელისაშვილმა.
ამ წუთებში სამოქალაქო მოძრაობის ჩოხატაურელ მოსახლეობასთან შეხვედრა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობას.