ჩოხატაურის ბაზარში, დღეს, კამპანიის _ “ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ორგანიზატორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათ მომხრე მოქალაქეებს შორის, რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
ალეკო ელისაშვილის პრესსამსახურის თქმით, ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ამბობდა, რომ ღარიბია, მაგრამ მაჟორიტარი დეპუტატი მაინც მოსწონს, შემდეგ ძვირადღირებული ჯიპით გავიდა ბაზრის ტერიტორიიდან.
ჩვენ პრესსამსახურისგან ველოდებით შესაბამის ვიდო ან აუდიო ჩანაწერს, სადაც მოქალაქე თავის სიღარიბეზე საუბრობს, რადგან “გურია ნიუსის“ ვიდეოკამერების ჩანაწერებში ეს ფრაზები ვერ ვიპოვეთ.
ის კი, როგორ გააცილეს კამპანიის მონაწილეებმა ჩოხატაურში ცნობილი ექიმი, “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის ბებია, მათი დედის ასაკი ქალბატონი, რომელსაც მეზობელმა ბაზარში საკუთარი მანქანით მოაკითხა, ჩვენ მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში შეგიძლიათ ნახოთ.