ის, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბაზრობა კვირას იმართება, ეს ამბავი ახალი არ არის… და ეს დღეს ჩვეულებრივად ჩაივლიდა, რომ არა აქცია “ვამხილოთ გურული ფეოდალი მაჟორიტარები“.
აქციის მონაწილეები დაახლოებით 12 საათისთვის გამოჩდნენ ბაზარში. მათ გამოჩენას, თან “ქართული ოცნების” დეპუტატების გამოჩენა მოყვა. არაერთხელ იყო სიტყვიერი დაპირისპირება და იმის ხსენება, ვინ ვისი პოლიტიკური წევრი იყო ადრე და ა.შ. ასევე აქციაზე ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას ეკითხებოდა მაჟორიტარი-დეპუტატის, ნინო წილოსანის საქმეებზე, რაზეც ზუსტ კონკრეტულ პასუხს იშვიათად სცემდნენ.
აქციის პარარელურად “გურია ნიუსმა” რამდენიმე ფოტო გადაიღო, სადაც ხალხი სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვით იყვნენ დაკავებულები.
სიძვირე აშკარად ეტყობოდა პროდუქტებს, არა არის გამორიცხული, საახალწლოდ ეს ფასები გაორმაგდეს.