სამოქალაქო აქტივისტი, გრიგოლ მახარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მთავრობის მიერ საპრივატიზაციოდ გამოტანილ (გურიაში 9 ობიექტი იყო გამოტანილი) ობიექტიდან გაიყიდა მხოლოდ ერთი, ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთი.
“ აუქციონში მხოლოდ ერთი მყიდველი მონაწილეობდა. 100 ქონებაში შედიოდა გურიაში მდებარე 9 ობიექტი. აუქციონები დასრულებულია.
12588 კვ. მ. მიწა გაიყიდა 2543000 ლარად, რაც არის 202 ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე. ამ ადგილებში კერძო მესაკუთრეები კვადრატულს 170-200 დოლარად აფასებენ. თავად სახელმწიფო ბახმაროში კვადრატულს ადგილის მიუხედავად 278 ლარს უფასებს იმ მოქალაქეს, რომელსაც განაშენიანებისთვის უფლების მიღებისთვის საჭიროზე ნაკლები მიწა აქვს და სახელმწიფოსგან ყიდულობს მიწას შესავსებად.
ადგილს რაც შეეხება, ესაა ბოლო წლებში პრესტიჟულად ქცეული გურიის ქუჩის დასაწყისი, მის მიმდებარედაა კინოთეატრის დღემდე უფუნქციო შენობა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა და ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასტუმრო, რომელიც იჯარითაა გაცემული და ფუნქციონირებს“ – წერს გრიგოლ მახარაძე.
“გურია ნიუსი“ ამ თემაზე აგრძელებს მუშაობს და დეტალებს რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.