ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს დაადასტურა, რომ აუქციონი ჩატარდა და მთავრობის მიერ გამოტანილი მიწის ნაკვეთი ბახმაროში გაყიდულია.
“ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ცნობილია ეს ინფორმაცია, უფრო მეტიც, დიდი მოლოდინით ველოდით შედეგებს, რადგან სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან შემოსავლის ნაწილი მუნიციპალურ ბიუჯეტს ავსებს,“_ გვითხრა ირაკლი კუჭავამ.
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ ვინ იყიდა აუქციონზე მიწის ნაკვეთი და ასევე იკითხა, რადგან მხოლოდ ერთმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი ბახმაროში შეეძინა მიწის ნაკვეთი, ხომ არ იყო ყველაფერი ეს წინასწარ დაგეგმილი.
“ ვინ შეიძინა, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. ის, რომ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, არაფერს არ ცვლის, რადგან აუქციონი იყო ელექტრონული და ყველას შეეძლო მონაწილეობა”,_თქვა კუჭავამ.
ამავე თემაზე: https://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/mtavrobis-mier-gamotanili-9-obiektidan-mkholod-erti-gaiqida