15 დეკემბერს, შოტლანდიის ქალაქ აბერდინში BBC Sports–ის გამოკითხვის შედეგად დასახელდა 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი (ამ ჯილდოს მისაღებად სპორტსმენი ან ბრიტანელი უნდა იყოს, ან მისი კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი ბრიტანეთში უნდა ქჰონდეს გატარებული).
წელს ეს ჯილდო ინგლისელ კრიკეტის მოთამაშეს ბენ სტოკს გადაეცა. მისი შესანიშნავი თამაშის წყალობით ინგლისმა შეძლო ფინალურ მატჩში ახალი ზელანდიის დამარცხება და ისტორიაში პირველად დაეუფლა მსოფლიო თასს.
ბენ სკოტი 2005 წლის შემდეგ არის კრიკეტის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც შეძლო ამ პრიზის მოგება, 2005 წელს ეს პრიზი ენდრიუ ფლინტოფს ერგო წილად.
გამოკითხვაში მეორე ადგილი ფორმულა ერთის ასევე ინგლისელ პილოტს ლუის ჰემილტონს ერგო, რომელმაც წელს ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და ერთი გამარჯვებაღა აკლია ლეგენდარული მიხეილ შუმახერის მიღწევის გასამეორებლად.
მესამე ადგილი მორბენალ დინა აშერ-სმიტს ერგო _ სპრინტერმა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 200 მეტრ დისტანციაზე.
ნომინირებულთა შორის ასევე იყვნენ „მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავი რაჰიმ სტერლინგი, მსოფლიო ჩემპიონი შვიდჭიდშიკატარინა იოჰანსონ-ტომპსონი და უელსური რაგბის ლეგენდა ალუნ ვაინ ჯონსი.