ოზურგეთის სარაგბო კლუბმა „არწივები“ მეტად მნიშვნელოვანი მატჩი ასპინძის გუნდ „ტაო“-სთან მოიგო 17 – 14. „არწივები“ 18 კაციანი შემადგენლობით ჩავიდნენ ასპინძაში.
ა(ა)ი.პ.“ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რაგბის განვითარების კავშირის“ დირექტორის, თენგიზ კალანდაძის თქმით, გუნდის მაქსიმუმი იყო ერთი ქულის წამოღება, ანუ გუნდს არ უნდა წაეგო 7 ქულიანი სხვაობაზე მეტით (წინა შეხვედრა სახლში დავთმეთ 10 – 21).
„ბიჭებმა თამაშის დაწყებამდე მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ამ თამაშს მოიგებდნენ და დაამტკიცებდნენ მათ სიძლიერეს. მატჩის პირველ ნახევარს 14-ით ნულს ვაგებდით და შანსი მოგებისა ან ქულის აღებისა იყო მინიმალური. მეორე ტაიმში მდგომარეობა შეიცვალა და გიორგი კალანდაძის ულამაზესმა ლელომ ბიჭებს მოგების ჟინი დაუბრუნა. გიორგი ბეჟანიძის დადებული მეორე ლელოს წყალობით ანგარიში გახდა (გარდასახვის გაცუდების გამო) გახდა 12-ით 14 ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ჩვენი მაქსიმუმი შესრულებული გვქონდა.
მატჩის დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც ბოლო შერკინებიდან გამოტანილი ბურთი გიორგი კალანდაძემ 30 მეტრიანი სპრინტით ჩათვლის მოედანში დაამიწა და არწივებმა მეტად მნიშვნელოვანი 4 ქულა დამსახურებულად მიითვალა.
ბიჭებს იმ 18 კაცს, რომლებმაც არწივების გუნდი მეორე ლიგაში დაქვეითებას გადაარჩინა დიდ მადლობას ვუცხადებ და ეს გამარჯვება სათანადოდ იქნება შეფასებული. ასევე ბიჭებს მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და კლუბის საპატიო პრეზიდენტმა ბატონმა არჩილ თალაკვაძემ.
ჩვენ ვთლით, რომ ჩვენი საქმე არის რაგბის განვითარება და არა გაკეთებულის ჩამოშლა. მოვა დრო და ეს ჩვენი მიღწეული შედეგებით, სარაგბო ბაზის მშენებლობითა და გურულების უმაღლეს ლიგაში თამაშით დაგვირგვინდება“,_ თქვა თენგიზ კალანდაძემ.
ბიჭები ოზურგეთში უკვე დაბრუდნენ და შემდეგი შეხვედრისთვის მზადებას უახლოეს დღეებში გააგრძელებენ.