საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, კუხიანიძის პოსტი იყო არაკორექტული, ხვალ გაიმართება უმრავლესობის სხდომა, რომლის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
„ეს განცხადება იყო ემოციური, არაკორექტული და შესაბამისად, მე მინდა ვთხოვო ყველას, თავი შეიკავონ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ზოგადად ასეთი განცხადებების გაკეთება არის მიუღებელი. ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ამას შეიტყობთ”, – განაცხადა ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ერეკლე კუხიანიძის ,,ფეისბუქ პოსტის”გამო ოპოზიციის წევრებმა და მოქალაქეებმა საკრებულოსთან აქცია გამართეს დეპუტატის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით.