“ამ კვირას ჩანიშნულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომები და ჩვენ ვაპირებთ ხუთშაბათს მოვაწყოთ პიკეტი”, _ ამის შესახებ “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი გიგი უგულავამ განაცხადა.
უგულავას თქმით, შაბათ-კვირას მანიფესტაციები გაიმართება.
“არ მივცეთ შესაძლებლობა ამ ადამიანებს მზაკვრული საქმეების კეთების. პარასკევს ჩანიშნულია მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი. შაბათ-კვირას კი გაიმართება მანიფესტაციები ზუგდიდსა და ბათუმში,” – განაცხადა გიგი უგულავამ.