თბილისში ტექნიკის მაღაზია გაძარცვეს. შემთხვევა დილას iPlus-ის პეკინის ფილიალში მოხდა. მძარცველებმა მაღაზიიდან ტექნიკა გაიტანეს და მიიმალნენ. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და ბ პუნქტებით იძიებს.