მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ე.წ. „ღამის რეჟიმი“ ადამიანის ძილს და დასვენებას ხელს არ უწყობს, პირიქით, უფრო ნეგატიურად მოქმედებს.
ცნობისთვის, „ღამის რეჟიმი“ ე.წ. night mode თვისება ბევრ სმარტფონს აქვს, რისი ჩართვის შემთხვევაშიც, ტელეფონის ნათების ფერი მოყვითალო ხდება.
მკვლევარებმა აკვლევა თაგვებზე ჩაატარეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ცისფერ ნათებასთან შედარებით თბილი ფერის ნათება უფრო უარესს აკეთებს.
დაახლოებით 20 წლის წინ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თვალის ცილა მელანოფსინი ბიოლოგიური საათის ცვლილებაზე ახდენს გავლენას.
კვლევის მიხედვით, ბიოლოგიური საათის სტიმულირებისთვის სიკაშკაშის დონეს უფრო აქვს მნიშვნელობა, ვიდრე ფერს. თუმცა, როდესაც შუქი თანაბრად დაბალია, ლურჯი უფრო უწყობს ხელს დასვენებას, ვიდრე ყვითელი.
მკვლევარები ტელეფონების მფლობელებს ურჩევენ, რომ როდესაც „ღამის რეჟიმის“ ჩართვას ტელეფონი გთავაზობთ, დროა დადოთ ის და დაიძინოთ.